logo_geo
eng_logo
თანამედროვე ცეკვის მე-3 სამხრეთკავკასიური ფესტივალი იწყება
- +

8 ივნისი. 2016. 17:34



9 ივნისს, 12:00 საათზე, რუსთაველის თეატრის ვიპ-დარბაზში, თანამედროვე ცეკვის მე-3 სამხრეთკავკასიური ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ფესტივალის დირექტორი თამარ გურჩიანი, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის, ისრაელის საელჩოსა და პორტუგალიური ენის ცენტრის წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

წელს ფესტივალი პროექტის „Check in Georgia" ფარგლებში, 12-14 ივნისს ტარდება და ორ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: თანამედროვე ცეკვასა და ექსპერიმენტულ ხელოვნებას. ფესტივალი სისტემატურად ატარებს მასტერკლასებს ქორეოგრაფიასა და თანამედროვე ცეკვაში, დადგმების განსახორციელებლად იწვევს უცხოელ ქორეოგრაფებს საქართველოში, ხელს უწყობს ადგილობრივი პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვარგარეთ და ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის ქორეოგრაფიული დასების გასტროლებს მასპინძლობს.


ფესტივალის თბილისში ჩატარების იდეა 2012 წელს გაჩნდა და ის საქართველოში თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების განვითარებასა და შემოქმედებითი პლატფორმის შექმნას ემსახურება.


ფესტივალის ინიციატორი და ორგანიზატორია ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „პლატფორმა ცვლილებებისთვის". ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, ისრაელის საელჩო, პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი. პროექტის პარტნიორები არიან: გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი, რუსთაველის თეატრი, მარჯანიშვილის თეატრი, Artarea, ევროპის სახლი, უზრუნველყოფს შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SCO).





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner