8 ივნისს, 17.00 სთ-ზე, ბათუმში, კლუბში „Take 5" საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა 2016"-ის გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შერჩეული ნამუშევრები შემდეგ ნომინაციებში: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი და კონცეპტუალური ფოტოპროექტი. ასევე, ერთი კადრი, მობილური ფოტოსერია და მობილური ერთი კადრი ნაჩვენები იქნება ვიდეოპროექციით.
ფესტივალი ,,ქოლგა თბილისი ფოტო 2016" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „Check In Georgia" ფარგლებში ხორციელდება.