logo_geo
eng_logo
სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართება
- +

8 ივნისი. 2016. 17:36



9 ივნისს, 13:00 საათზე, 21-ე საჯარო სკოლაში გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა გაიმართება. ნამუშევრების ავტორები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან.


გამოფენა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „არტთერაპიის" კურსის შედეგად ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებმა თიხის და მოჩითული ქსოვილის ქართული სუვენირები დაამზადეს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner