logo_geo
eng_logo
ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

9 ნოემბერი. 2019. 13:45

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ყაჩაღობის 3 ეპიზოდზე და ბრალდებული ლ.ხ. დამნაშავედ ცნო“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

 

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ლ.ხ. 2019 წლის 6 აგვისტოს, ქ.თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე შპს „რომპეტროლ საქართველოს“ ავტოგასამართ სადგურზე, იარაღით თავს დაესხა  ბ. ჩ.-ს, ბ.ჩ.-ს და გ. ზ.-ს, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში  ძალადობის გამოყენების მუქარით  გასტაცა მათ 560 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

ასევე დადგინდა, რომ  ლ.ხ. 2019 წლის 10 აგვისტოს,  დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს მაღაზია „ეკო მარკეტში“  და  დიდი დიღმის გამოსასვლელთან  მდებარე სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ ავტოგასამართ სადგურზე, იარაღით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში  ძალადობის გამოყენების მუქარით,  თავს დაესხა ქ.მ.-ს , ა.მ.-ს და ა.მ.-ს,  გასტაცა მათ   711.20 ლარი  და მიიმალა. 

 

სამართალდამცველებმა ლ.ხ.  2019 წლის 10 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება 3 ეპიზოდზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით  (ყაჩაღობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ხ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 5  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner