logo_geo
eng_logo
ევროკავშირის ელჩებმა საქართველოს საკითხის განხილვა გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის გამო გადადეს
- +

8 ივნისი. 2016. 17:48


ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხის განხილვა გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის წინააღმდეგობის გამო გადადეს.


როგორც ცნობილი ხდება, დღეს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER) სხდომაზე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხზე კვლავ იყო მსჯელობა, თუმცა საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ ამ პროცესის წინწაწევას მხარი არ დაუჭირეს.


კომიტეტის სხდომაზე გერმანიის წარმომადგენელმა ასეთი პოზიციის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა გერმანიაში ქართული კრიმინალური დაჯგუფებების გაძლიერება.


მისი თქმით, ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები საზოგადოების შეშფოთების მიზეზი გახდა.


კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა განცხადება, რომ სანამ ევროკავშირში საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე პროცედურები გაგრძელდება, იქამდე თბილისმა ამ პრობლემის გადაწყვეტაში დახმარების საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს.


საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესებაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები 10 ივნისს იმსჯელებენ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner