პატრიარქის მხარდამჭერი მსვლელობა-შემდეგ, ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღავლინეს, რომელსაც მერი გიორგი შენგელია დაესწრო.
„პატრიარქის შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვემიჯნები, ვემიჯნებოდი და გავემიჯნები ყოველთვის. მე მიყვარს ჩემი პატრიარქი და მასში ვხედავ ადამიანს, რომელიც არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის და სულიერების მომავალის სადარაჯოზე. მე ყოველთვის შევუერთდები პატრიარქის მხარდამჭერ აქციებს“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.