logo_geo
eng_logo
ვაჟა სირაძე: ამ ეტაპისთვის თბილისში არსებულ ყველა კინოთეატრში ფილმის ჩვენება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
- +

9 ნოემბერი. 2019. 20:51

 

„ამ ეტაპისთვის თბილისში არსებულ ყველა კინოთეატრში ფილმის ჩვენება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს,“ - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პოლიცია ყველა კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას აგრძელებს.

 

„პოლიცია კვლავ რჩება ყველა კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე და აგრძელებს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას. ასევე გავაგრძელებთ მეორე სეანსზეც და დარღვევებზე ვიმოქმედებთ ადეკვატურად. აქციის მონაწილეებს მოვუწოდებ, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას,“ - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner