logo_geo
eng_logo
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს ბრალი წარუდგინეს
- +

9 ნოემბერი. 2019. 23:58

 

ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

 

ადვოკატი ედიშერ ქარჩავა უკვე ესაუბრა ირაკლი კაკულიას, რომელიც თავს დამნაშავედ არ ცნობს და სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმე ჭორაობას ჰგავს და საფუძველსაა მოკლებული. მისი თქმით, ბრალდება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგანაც სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner