logo_geo
eng_logo
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
- +

10 ნოემბერი. 2019. 10:19

 

 

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. პრეზიდენტობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის. კანდიდატებს შორის არიან მოქმედი პრეზიდენტი, 60 წლის კლაუს იოჰანისი, მისი მთავარი მეტოქე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიორიკა დენჩილე, ყოფილი მსახიობი და რეჟისორი, დამოუკიდებელი კანდიდატი მირჩა დიაკონუ, დენ ბარნა „რუმინეთის გადარჩენის კავშირის“ ხელმძღვანელი და სხვები.

 

ქვეყანაში დაახლოებით 18.2 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული.

 

სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, არჩევნებში იოჰანისი ლიდერობს, რომელსაც მოსახლეობის 40%-ი უჭერს მხარს. გამოკითხვის შედეგების თანახმად, ქვეყანაში არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა გახდება საჭირო.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner