logo_geo
eng_logo
შს მინისტრმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე სხდომის წევრებს ალექსი პეტრიაშვილთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა
- +

28 თებერვალი. 2016. 00:41


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და სხდომის წევრებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ალექსი პეტრიაშვილთან დაკავშირებით გუშინ მომხდარ ფაქტზე ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა, თუმცა მინისტრმა თავი შეიკავა ჟურნალისტებისთვის ის დეტალები დაეკონკრეტებინა, თუ რა ინფომაცია მიიღეს უშიშროების საბჭოს წევრებმა შს მინისტრისგან. 
ალექსი პეტრიაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე თავს გუშინ დაესხნენ. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. 



გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის - ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია



 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner