logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: NATO-საქართველოს თანამშრომლობა MAP-ის გარეშეც ძლიერდება
- +

8 ივნისი. 2016. 18:51



NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ბრიუსელში განაცხადა, რომ საქართველო-NATO-ს თანამშრომლობა MAP-ის გარეშეც ძლიერდება.



საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, არსებობს NATO-საქართველოს კომისია, არსებითი პაკეტი, ასევე პარტნიორობა და თანამშრომლობა, რომელსაც საქართველოსთან ვავითარებთ. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ჩვენ განვაცხადეთ, რომ MAP ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს.

ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ კონკრეტულად რას გადაწყვეტენ ალიანსის წევრი სახელმწიფოები ვარშავის სამიტზე.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ MAP-ის გარეშეც ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ NATO-ში მეტი საქართველო იყოს, საქართველოში კი - მეტი NATO", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner