logo_geo
eng_logo
აფხაზეთის მაღალმთიან რაიონში ხანძარია, 10 ჰა ფართობი იწვის
- +

11 ნოემბერი. 2019. 02:15

 

 

 

ოკუპირებული აფხაზეთის მაღალმთიან რაიონში ხანძარია, - ამის შესახებ ინფორმაციას timenews.ge ავრცელებს.

როგორც საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, ცეცხლი ტყეს სოფელ პსხუში უკიდია. ხანძარი 10 ჰექტარზეა გავრცელებული.

 

ხანძრის მასშტაბის შეფასება ამ ეტაპზე კვამლის გამო ვერ ხერხდება. იქიდან გამომდინარე, რომ ცეცხლი მიუვალ ადგილებშიც გაჩნდა აუცილებელი გახდა ავიაციის გამოყენება.

 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი ლევ კვიცინია არ გამორიცხავს, რომ დახმარებისთვის რუსეთს მიმართონ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner