საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გიორგი ვოლსკის შეფასებით, ევროკავშირმა ცხინვალის რეჟიმის მიმართ ძალიან კარგი განცხადება გააკეთა.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, აღნიშნული განცხადება ავსებს იმ პოლიტიკურ ველს, სადაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და ორგანიზაციები ინტენსიურად გამოდიან, რათა კიდევ ერთხელ დააფიქსირონ ის, როგორ უყურებს მსოფლიო მიმდინარე მოვლენებსა და იმ განვითარებებს, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება.
„ევროკავშირმა ცხინვალის რეჟიმის მიმართ ძალიან კარგი განცხადება გააკეთა“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში აცხადებენ, რომ მიუღებელია ცხინვალის რეჟიმის მხრიდან ფაქტობრივად არაზუსტი განცხადებები, რომლებიც მხოლოდ გაამწვავებენ დაძაბულობას.