logo_geo
eng_logo
შსს-ში აცხადებენ, რომ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, უწყებამ დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ შეტანილ განაცხადზე გამოძიება არ დაიწყო
- +

11 ნოემბერი. 2019. 12:39

 

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტანილ განცხადებაზე უწყებას მოკვლევა არ დაუწყია. ამის შესახებ „რეპორტიორს“ შსს-ში განუცხადეს.

 

უწყების ცნობით, გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო არ დაიწყო.

 

„მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ სამინისტროში შემოტანილ იქნა განცხადება თანდართული მასალებით, რომლის თანახმად, აღნიშნული პირი მოითხოვდა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შინაარსის შესწავლამდე, მისი ჩვენების შეზღუდვას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, განცხადებაზე გამოძიება არ დაიწყო“, - აცხადებენ უწყებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner