„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, დავნერგოთ კლინიკური სისტემა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში“, - აცხადებს „IBA GDOUP“-ის ვიცე-პრეზიდენტი სერჟ ლამისი ფილმში, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას ეხება.
მისი თქმით, ეს პროექტი ორ ასპექტს მოიცავს.
„ამ სისტემის ნაწილი გამოყენებული იქნება კლინიკურ თერაპიაში, ხოლო მეორე იქნება კვლევითი ინსტრუმენტი - ნაწილაკების დამაჩქარებელი, რომელსაც დაემატება დიაგნოსტიკის და იმიჯინგის ინსტრუმენტები. ყოველივე ამას უნივერსიტეტი გამოიყენებს პროტონული თერაპიის გამოყენების არეალის შემდგომი გაფართოებისთვის. ასე რომ, არსებობს სხვადასხვა სფერო, სადაც შესაძლებელია თანამშრომლობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან. შედეგად, როგორც უნივერსიტეტი, ისე „IBA“ წვლილს შეიტანს მეცნიერების განვითარებაში“, - აცხადებს სერჟ ლამისი.