logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: მოსახლეობა ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესშიც კი ჩაერთო...
- +

11 ნოემბერი. 2019. 13:58

 

„პარტიისათვის პირველი და მთავარი გამოწვევა იყო მოსახლეობასთან კომუნიკაცია“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე „იმედის კვირასთან“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„პარტიისათვის პირველი და მთავარი გამოწვევა იყო მოსახლეობასთან კომუნიკაცია დ მათი ჩართულობა მმართველობასა და ხელისუფლების საქმიანობაში. ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ათასზე მეტი შეხვედრა გაიმართა რეგიონებში და მოსახლეობა ჩაერთო ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესშიც კი. გადალაგდა პრიორიტეტებიც კონკრეტული მიმართულებით. მაგალითად, რა შეიცვალა საკანონმდებლო ხელისუფლების საქმიანობაში...

 

თუ მანამდე, 12 წლის განმავლობაში მინისტრი საქართველოს პარლამენტში, სულ 8-ჯერ იყო მისული, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე 11 მინისტრს მოვუსმინეთ. მოსამართლეების შერჩევის პროცესი საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს და ვერავინ დამისახელებს მსოფლიოში სხვა ქვეყანას, სადაც ასე ჩაშლილად არის გაწერილი პროცედურები და ასე გამჭირვალედ მიმდინარეობს პროცესები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner