შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წყალტუბოს პოლიციის უფროსი რევაზ ქობულია ერთ-ერთ დანაშაულში სავარაუდო ბრალდებულის დაკავებისას დაჭრეს.
პოლიციის უფროსის დაჭრას, წინ უძღოდა წყალტუბოს რაიონში კიდევ ერთი დაჭრის ფაქტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა დაადგინეს და როდესაც თემურ გ.-ს დასაკავებლად მივიდნენ, სავარაუდო ბრალდებულმა მიმალვა სცადა.
ტერიტორიაზე სამართალდამცველების შესვლის შემდეგ, თემურ გ-მ პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც დაჭრილია წყალტუბოს პოლიციის უფროსი რევაზ ქობულია. ორმხრივი სროლის შედეგად ასევე დაჭრილია თემურ გ-ც.