logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მე ნამდვილად მეამაყება, რომ ზურგს მიმაგრებს გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია
- +

11 ნოემბერი. 2019. 13:58

 

„ყველა ობიექტიდან, სადაც მსხვილი პროექტები ხორციელდება, ვაკეთებ ლაივ ჩართვებს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „იმედის კვირის“ რეპორტაჟში ისაუბრა.

 

„ჯერ მარტო თბილისში რამდენი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ეს გუნდის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. მე ნამდვილად მეამაყება, რომ ზურგს მიმაგრებს გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. რთული დღეები გამოვიარეთ, მხედველობაში მაქვს გადატრიალების მცდელობა, როდესაც სურვილი ჰქონდათ პარლამენტში შევარდნის და რა თქმა უდა, ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი. თუმცა საზოგადოება ყველაფერს ხედავს და არავის მიეცემა იმის საშუალება, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანოს.

 

ყველა ობიექტიდან, სადაც მსხვილი პროექტები ხორციელდება, ვაკეთებ ლაივ ჩართვებს  - გლდანი, ჭავჭავაძის გამზირი, კახეთის გზატკეცილი, პარკების რეაბილიტაცია და ყველგან ახალი ჰეშთეგი გვაქვს - #არაფერიარკეთდება. ეს იმ ადამიანებისთვისაა, ვინც სკეპტიკურად არიან განწყობილნი თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების გამო და იმას არ უკვირდებიან, რომ ისინიც ამ ქალაქში ცხოვრობენ და მათაც უნდა უხაროდეთ ყველა ის პროექტი, რაც აქ ხორციელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner