logo_geo
eng_logo
ვალერი ჩეხერია: ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წყალტუბოს პროექტი თავიდანვე ტურისტულად დაგეგმილი ობიექტი იყოს
- +

11 ნოემბერი. 2019. 15:25

 

„იმდენად ლამაზია წყალტუბოს გარემო და ბუნება, რომ ინტერესი ყოველთვის არსებობდა“, – ამის შესახებ „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვის შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა.

 

„ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წყალტუბოს პროექტი იყოს შეკრული, თავიდანვე ტურისტულად დაგეგმილი ობიექტი, გზის გაყვანა იქნება, კაბელების გაჭიმვა, თუ ახალი პროექტების განხორციელება. აბასთუმანში, სადაც ჩვენ შევედით, როგორც ინვესტორები, არის ურბანული გეგმა, კონკრეტული ხასიათის გეგმა, როგორ უნდა განვითარდეს აბასთუმანი. ველოდებით გენერალურ გეგმას, ველოდებით გადაწყვეტილებას, რადგან, მაგალითად, არ ვიცოდით, წყალთან დაკავშირებით რა პერსპექტივა იყო. ველოდებით პასუხებს, საშეღავათო ან იმ საგადასახადო პირობებს, რომელიც შესაძლოა, ბიზნესს ჰქონდეს ამ კუთხით. შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ჩეხერიამ.

 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 29 ოქტომბერს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად.

 

„გადავწყვიტე, წყალტუბოში გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, ცხრა აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია“, – აღნიშნულია წერილში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner