logo_geo
eng_logo
ოთარ ჯიქია პეტრე ცაავაზე: სააკაშვილის სურათი ეკლესიაში იესო ქრისტეს ხატის გვერდით ჰქონდა დაკიდებული
- +

11 ნოემბერი. 2019. 15:42

 

ოთარ ჯიქია 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთს სოფელ სალხინოში, დადიანების ეზოში ფლობდა. მის გარდა ტერიტორიას კიდევ 8 მესაკუთრე ჰყავდა, თუმცა ეკლესიის სახელითა და მეუფე პეტრეს დავალებით 8 ადამიანს მიწა მარტივად დაათმობინეს. ოთარ ჯიქიამ ბოლო სარჩელი საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 14 ივლისს შეიტანა, მაგრამ საქმე სენაკის სასამართლოს გადაეცა. ის ყოველდღე ელოდება პასუხს იმაზე, თუ როდის დაუბრუნებენ ეკლესიის სახელით წართმეულ ქონებას.

 

„ჩემთან მოვიდა მამა სერაფიმე დანელია და მითხრა - მიწა უნდა მომცე, მე მინდაო. შემდეგ კი, როდესაც შელაპარაკება მომივიდა ამ ადამიანთან, მან მითხრა, მე რას მერჩი, მეუფე პეტრეს დავალებას ვასრულებო. პეტრემ კი განგვიცხადა, ეს ტერიტორია მინდა და ამაზე არავითარი მოლაპარაკება არ შედგებაო. მამა სერაფიმე უბრალო შუამავალი გახლდათ. სასამართლოს განჩინებით, პეტრეს მიწის ნაკვეთი ვერ გადაეცემოდა, რადგან მე მისი კეთილსინდისიერი მფლობელი და შემძენი  ვიყავი. მაგრამ პეტრემ ცაავამ განჩინება საჯარო რეესტრში წაიღო და რეგისტრაცია გამიუქმა. ის იყო ყოვლისშემძლე. ეს ის პერიოდია, როდესაც სააკაშვილი ზენიტშია, პეტრე სანდრასთან ახლობლობს და ყველაფერი შეუძლია. მიხეილ სააკაშვილის სურათი ეკლესიაში იესო ქრისტეს ხატის გვერდით ჰქონდა დაკიდებული“, - აღნიშნა ოთარ ჯიქიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner