logo_geo
eng_logo
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს
- +

11 ნოემბერი. 2019. 16:53

 

7-11 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სარფი“ და „ლაგოდეხი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 6 000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

 

 სგპ „ლაგოდეხში“ მომხდარი ფაქტების გამო, საქართველოს მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სხვა სამართალდამრღვევ მოქალაქეებსაც ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით,  ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner