„ამაზრზენია, რომ „კასრების პატრონები“ ცდილობენ, მმართველ გუნდს შემოუტრიალონ ეს პროცესი“, - ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ განაცხადა.
„დამკვეთები უნდა დაისაჯონ. ის, ვინც ცდილობს ამის ნებით გავრცელებას, სჩადის ამაზრზენ დანაშაულს, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია. მაგრამ ყველაზე უფრო ამაზრზენი არის ის, რომ ამ იდეის ავტორები, ვისი მმართველობის პერიოდშიც დასაბამი მიეცა ამ გახრწნილ პროცედურებს, „კასრების პატრონები“, სადაც უამრავი ასეთი გადაღებული მასალა ინახებოდა და ბევრი განადგურდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს - როდესაც ესენი ცდილობენ, რომ საზოგადოებას, მმართველ გუნდს შემოუტრიალონ ეს პროცესი და ითხოვენ სწორედ შემკვეთების თითქოს დასჯას. ამ დროს თავად არიან ამ ყველაფრის მონაწილენი, თანამონაწილენი, თუ პირდაპირ ოპერატორები არა - ყოველ შემთხვევაში, არიან დუმილით ამ საქმის თანამონაწილენი. ეს არის კიდევ მეორე დიდი მკრეხელობა, რასაც ისინი ეწევიან. ჟანგმოკიდებული გია ბარამიძე რას იტყვის, ძალიან მეეჭვება, რომ საზოგადოებისთვის მის სიტყვას ახლა გარკვეული ფასი ჰქონდეს და ეს პროცესი მათ შეასაღონ საზოგადოებას“, - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.