პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო შტაბს ვიცე-პრემიერი, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე უხელმძღვანელებს. აღნიშნული განცხადება რამდენიმე წუთის წინ პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
წინასაარჩევნო კამპანია დღეს, 8 ივნისს ოფიციალურად დაიწყო.