logo_geo
eng_logo
რატომ დატოვა ბიზნესომბუდსმენის თანამდებობა ირაკლი ლექვინაძემ
- +

11 ნოემბერი. 2019. 21:17

 

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე თანამდებობიდან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომა ალტერნატიულ გეგმებს უკავშირდება.

 

მისი თქმით, 22-თვიანი მუშაობის პერიოდში 565 საქმე განიხილეს, რომელთაგანაც 300-ზე მოახდინეს შესაბამისი რეაგირება და 68%- ში ბიზნესის მოთხოვნები სრულად ან ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული.

 

მინდა აქვე განვაცხადო, რომ ჩემი პოზიციდან წასვლა უკავშირდება შეთანხმებულ ალტერნატიულ გეგმებს, რომლის შესახებაც უახლოეს მომავალში ვისაუბრებ და ეს არ არის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება,“ – წერს სოციალურ ქსელში ყოფილი ბიზნესომბუდსმენი.

 

ირაკლი ლექვინაძე მადლობას უხდის ყველა ბიზნესკომპანიას და ბიზნესასოციაციას, რომელიც 22 თვის განმავლობაში მას ნდობას და მხარდაჭერას უცხადებდა.

 

მინდა მადლობა გადავუხადო ბიზნესკომპანიებს და ბიზნესასოციაციებს ნდობისთვის, აქტიური თანამშრომლბისთვის და მხარდაჭერისთვის; მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უწყებებს, საქართველოს პარლამენტს საინტერესო თანამშომლობისთვის, დისკუსიებისთვის, ოპონირებისთვის და ბიზნესისთვის რიგი სასარგებლო გადაწყვეტილებებისთვის; მადლობა მინდა გადავუხადო დონორ და პროფესიულ ორგანიზაციებს, მათთან ერთად ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ ინსტიტუტის გაძლიერებისთვის და საერთაშორისო პლატფორმებზე წარმოჩენისთვის. მადლობა მედიას მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის! მადლობა ბიზნესომბუდსმენის აპარატის ყველა თანამშრომელს თავდადებული შრომისთვის ბიზნესის მხარდასაჭერად”, – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ლექვინაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner