logo_geo
eng_logo
სოხუმის უღელტეხილზე ცეცხლს ვერ აქრობენ: ტყის ხანძარი 200 ჰა-ზე მეტ ტერიტორიაზე ვრცელდება
- +

11 ნოემბერი. 2019. 22:24



მეხანძრეები დარწმუნებული არიან, რომ ხანძრის მიზეზი ადამიანური ფაქტორია, ტყესთან ახლოს საცხოვრებელი სახლები არ არის, - იტყობინება jam-news.net -ი. 

 

სოხუმის უღელტეხილზე გაჩენილმა ხანძარმა 150- 200 ჰექტარი ტყე დაახლოების 2 კმ. ტერიტორია მოიცვა. ამ დროისთვის ცეცხლის გავრცელების ზუსტი სურათის დადგენას ხელს უშლის ტერიტორიის ძლიერი დაკვამლიანება. 

 

მაშველებმა ვერტმფრენებიდან მაქსიმალურად მისაღწევი ტრაექტორია დაათვალიერეს. მათი თქმის, ცეცხლის რამდენიმე კერა შეინიშნება. ცეცხლი ძნელად მისადგომ, მაღალმთიან რაიონში ვრცელდება. ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ სპეციალური ავიაციით არის შესაძლებელი.  

 

როგორც დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი ლევ კვიციანი აცხადებს, დახმარებისთვის რუსეთს მიმართეს. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner