ქართულ-შვედური ფილმის '"და ჩვენ ვიცეკვებთ" რეჟისორი ლევან აკინი ახალ სკანდალში ეხვევა. ამერიკაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, რუსუდან წერეთელი, საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით გაზეთ "ალიას" ექსკლუზიურ ინფორმაციას აწვდის.
როგორც აღმოჩნდა, ამ სათაურით უკვე არსებობს წიგნი და ეს წიგნი გაყიდვაშია. ფილმის არც რეჟისორს და არც პროდიუსერს, აქამდე, არც ერთ ინტერვიუში არ უხსენებიათ, რომ ფილმის სცენარისთვის, ან სახელისთვის ვინმეს ნამუშევარი გამოიყენეს.
რუსუდან წერეთლის ინფორმაციით, ამავე სახელწოდების, გასართობი ჟანრის წიგნის ავტორია ჰენრი ალფორდი. მისი შეძენა შესაძლებელია "ამაზონზე". როგორც წიგნის ანოტაციაშია მითითებული, წიგნი არის ცეკვაზე. ის არ არის დრამა და არც ჰომოსექსუალ წყვილზეა.
"ავტორი ყვება მსოფლიო საცეკვაო ხელოვნებაზე და მათ შორის ანოტაციაში მოხსენიებულია ჯორჯ ბალანჩინიც, სავარაუდოდ იგულისხმება გიორგი ბალანჩივაძე", - აცხადებს რუსუდან წერეთელი.
ჟურნალისტი აპირებს დაუკავშირდება წიგნის ავტორს და მასთან ინტერვიუ ჩაწეროს.
აღსანიშნავია ისი, რომ აკინის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვებთ" სარეკლამო ბანერიც კი, წიგნის ყდას ჰგავს ფერით, სათაური კი იდენტურია. თავად რეჟისორი კი ირწმუნებოდა, რომ სცენარი საქართველოს და თბილისის სიყვარულით დაიწერა.
ვისია სცენარი სინამდვილეში? გადაკეთებული, თუ არა სცენარი?
დაირღვა თუ არა საავტორო უფლება?
ჟურნალისტი რუსუდან წერეთელი ამ კითხვებზე პასუხის მოპოვებას შეეცდება.