logo_geo
eng_logo
თბილისის "დინამოს" დიადი თაობის ფეხბურთელი ფირუზ კანთელაძე გარდაიცვალა
- +

12 ნოემბერი. 2019. 01:10


ცნობილი ფეხბურთელი, შესანიშნავი ადამიანი ფირუზ კანთელაძე, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ბევრს ახსოვს როგორ გამოირჩეოდა იგი კარგი პოზიციური თამაშით, გაბედულად ერთვებოდა მაღალი ბურთისთვის ხისტ ორთაბრძოლებში.

 

ირუზ კანთელაძე გახლდათ ის სპორტსმენი, რომელსაც მოპოვებული ჰქონდა სსრკ ჩემპიონატების ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ორი მედალი.იყო სსრკ თასის ორგზის გამარჯვებული.

 

(ასეთ კომპლექტს ბევრი ინატრებდა).

 

ძალიან ვწუხვარ ამ წესიერი, თავმდაბალი პიროვნების, ფეხბურთში ღრმად ჩახედული, სასიამოვნო მოსაუბრის, და რაც მთავარია, ქვეყნის დიდი პატრიოტის გარდაცვალებას, - წერს სოციალურ ქსელში დემიკო ლოლაძე.

 

თბილისის "დინამოს" დიადი თაობის ფეხბურთელი ფირუზ კანთელაძე "დინამოს" ცენტრალური მცველი იყო. მის ღირსებას 1967-79 წლებში იცავდა. 277 მატჩში 3 გოლი გაიტანა. გახდა სსრკ-ის ჩემპიონი, ვერცხლის და ორგზის ბრინჯაოსპრიზიორი და თასის ორგზის მფლობელი.

 


1979 წელს თბილისის "დინამომ" თასის ფინალში "არარატი" 3:0 დაამარცხა და ერთი გოლი სწორედ მან გაიტანა.

 


1967 წელს კანთელაძე საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ორჯერ შეიყვანეს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner