logo_geo
eng_logo
ფილიპ ბრედლოვი: აშშ-მ დამატებით უნდა განათავსოს სამხედრო ძალები ევროპაში რუსეთის შესაკავებლად!
- +

28 თებერვალი. 2016. 00:54


"აშშ-მ დამატებით უნდა განათავსოს სამხედრო ძალები ევროპაში რუსეთის შესაკავებლად"- განაცხადა აშშ-ს შეიარაღებული ძალების სარდალმა ევროპაში, გენერალმა ფილიპ ბრედლოვმა ხუთშაბათს, წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული სამსახურების კომიტეტის სხდომაზე.




"ჩვენი ამოცანაა არსებული 20 წლიანი განსხვავებული პარადიგმის გამოსწორება. რუსეთმა აირჩია მოწინააღმდეგის პოზიცია და წარმოადგენს სასიცოხლო საფრთხეს აშშ-სა და მოკავშირეებისათვის.

ეს არ არის ცივი ომი, მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაზე, რომელზეც უნდა ვიყოთ.  როდესაც საქმე ეხება ევროპაში მუდმივად განთავსებულ შეაიარაღებულ ძალებსა და სამხედრო რეზერვებს. პენტაგონი აპირებს 3.4 მილიარდი დოლარის დახარჯვას დამატებით საროტაციო ჯარების რაოდენობისა და რესურსების გასაძლიერებლად ევროპაში" - განაცხადა ბრედლოვმა.




კომიტეტის თავმჯდომარემ, ტეხასელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მაკ ტორნბერიმ არასაკმარისად მიიჩნია პენტაგონის მიერ გაწეული დაფინანსება ევროპის განმტკიცების ინიციატივის პროგრამისათვის (European Reassurance Initiative).



"ეს თანხები ალბათ ნაკლებად შეძლებს რუსებს კანკალი დააწყებინოს თავიანთ ჩექმებში" - განაცხადა ტორნბერიმ, რომელიც ევროპაში აშშ შეიარაღების გაზრდის მომხრეა.



კომიტეტმა ასევე მოისმინა ბრედლოვის ინფორმაცია რუსული წყალქვეშა ნავების კონცენტრაციასა და გადაადგილებაზე გრენლანდიის, ისლანდიისა და გაერთიანებული სამეფოს სიახლოვეს. ბრედლოვი რუსეთისა და სირიის თემასაც შეეხო და  მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის პოლიტიკა სირიაში, რომელიც მხოლოდ ასადის რეჟიმის გადარჩენას ემსახურება და რეალურად არ ებრძვის ისლამურ სახელმწიფოს.






წყარო: „euronews"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner