logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ღირსეულად გავართვა თავი ამ საპასუხისმგებლო მისიას
- +

8 ივნისი. 2016. 19:44



"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს კახა კალაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.


კალაძის თქმით, იგი ყველაფერს გააკეთებს, რომ დაკისრებულ პასუხისმგებლობას თავი ღირსეულად გაართვას.

 

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ ღირსეულად გავართვა თავი ამ საპასუხისმგებლო მისიას. დღეიდან ვიწყებთ აქტიურ მზადებას არჩევნებისთვის, რომელშიც „ქართული ოცნება" მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებლად. არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულ, სამართლიან მშვიდობიან გარემოში. ამ არჩევნებით საერთაშორისო თანამეგობრობას დავანახებთ, რომ დემოკრატიული პროცესები საქართველოში შეუქცევადია", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner