logo_geo
eng_logo
სოფელ გალავნის საჯარო სკოლაში „მწვანე კუთხე“ მოეწყო
- +

12 ნოემბერი. 2019. 12:50

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი   ინფორმაციისა   და   განათლების   ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი   მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის იმ საჯარო სკოლას ესტუმრა, რომელსაც ცენტრის მიერ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019-ის ფარგლებში  „რჩეული სკოლის“ ტიტული მიენიჭა.

 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ  სკოლაში მოეწყო გარემოსდაცვითი ლიტერატურით უზრუნველყოფილი „მწვანე კუთხე“, სადაც მოსწავლეები და ეკო კლუბის წევრები შეძლებენ გამართონ შეხვედრები, დისკუსიები და გამოიყენონ ლიტერატურა გარემოსდაცვითი აქტვობებისთვის. გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრსა და სოფელ გალავნის საჯარო სკოლის ეკო კლუბს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რომლის მიზანია დაინტერესებულმა საზოგადოებამ მიიღოს სანდო და ამომწურავი ინფორმაცია მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ.

 

სასკოლო გარემოსდაცვით კონკურსი - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2015 წლიდან ტარდება „CENN“-ის მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.

 

2019 წელს პრემიის თემა იყო მდგრადი განვითრების მიზნები (SDGs) და აერთიანებდა 500–მდე სკოლას, ქვეყნის მასშტაბით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner