logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე: ჩვენ უნდა დავძლიოთ ოკუპაცია, დავძლიოთ სიღარიბე და ქვეყნის აღმშენებლობაში მივიღოთ მონაწილეობა
- +

12 ნოემბერი. 2019. 14:34

 

 

„ჩვენ უნდა დავძლიოთ ოკუპაცია, დავძლიოთ სიღარიბე და ქვეყნის აღმშენებლობაში მივიღოთ მონაწილეობა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც პარლამენტარმა განაცხადა, რაც უფრო ცოტა დრო რჩება არჩვენებამდე, მით უფრო ძლიერად მოედინება დეზინფორმაციის ნაკადი ჩვენი სახელმწიფოს ოპონენტების მხრიდან.

 

„მთელი საზოგადოება ხედავს, რაც უფრო ცოტა დრო რჩება არჩვენებამდე, მით უფრო ძლიერი ხდება დეზინფორმაციის ნაკადი, არა ჩვენი, როგორც „ქართული ოცნების“, არამედ ჩვენი სახელმწიფოს ოპონენტების მხრიდან და სახელმწიფოს ოპონენტებს კი მტრები ჰქვიათ, ეს უფრო აქტუალური ხდება, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს საზოგადოებას ვაჩვენებთ, რა პროცესები მიდის, რა გამოწვევები გვაქვს და რა კეთდება, რომ გამოწვევები დავძლიოთ“, - განაცხადა ზოიძემ.

 

დეპუტატი ოკუპაციის თემასაც შეეხო და თქვა, რომ ოკუპაცია უნდა დავასრულოთ და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ერთ სახელმწიფოში ვიცხოვროთ.

 

„ჩვენი უმთავრესი გამოწვევა ამ ქვეყანაში არის ოკუპაცია და სიღარიბე, ეს ორივე გამოწვევა არის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში, ოკუპაცია ხელს გვიშლის და აუარესებს საინვესტიციო გარემოს, ჩვენ ოკუპაცია უნდა დავასრულოთ და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ერთ სახელმწიფოში ვიცხოვროთ“, - აღნიშნა ზოიძემ.

 

აკაკი ზოიძემ თავის გამოსვლაში ქუთაისის უნივერსიტეტზე, აბასთუმნისა და წყალტუბოს პროექტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს სამივე პროექტი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

 

„სწორედ ამ ორ უმთავრეს გამოწვევას ემსახურება ის სამი მეგაპროექტი, რომელიც ბოლო პერიოდში გაჟღერდა, ეს არის ქუთაისის უნივერსიტეტი, აბასთუმნისა და წყალტუბოს პროექტი. სამივე ეს პროექტი არის დასაწყისი, რომელიც ჩვენს ამ პრობლემებს დაასრულებს. ქუთაისის პროექტი არის ახალი საგანმანათლებლო კერის შექმნა, ახალ დონეზე ქვეყნის გადაყვანა, განათლების გარეშე სიღარიბის დაძლევა შეუძლებელია და განათლების, ინოვაციისა და მეცნიერების კერა შეიქმნება 2020 წლიდან, როცა პირველ სტუდენტებს მიიღებს.

 

წყალტუბოსა და აბასთუმნის პროექტებზე რეები აღარ მოვისმინეთ... და ე  იმ პირობებში, როდესაც რეიტინგი გვიუმჯობესდება, ერთი ნაბიჯი დაგვრჩა საინვესტიციო რეიტინგამდე. გვიუმჯობესდება საინვესტიციო გარემო. ინვესტორებს კი ეშინიათ ამ ქვეყანაში ფულის შემოტანა და ვიღაცამ ეროვნული კაპიტალით უნდა აიღოს თავის თავზე ის რისკები, რისიც ეშინია უცხოელ ინვესტორს. აბასთუმნისა და წყალტუბოს პროექტები მოუტანს იმერეთის რეგიონს და არა მხოლოდ იმერეთს, კეთილდღეობას. თითოეულ ოჯახში უნდა შევიდეს დოვლათი, შეიქმნას ის 30000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ეს პროექტები ითამაშებს ისეთ როლს, რომ სხვა ბიზნესები, სხვა ქვეყნის ინვესტორები ჩაერთონ ამ პროცესში და მონაწილეობა მიიღონ ამ პროექტების განხორცილებაში.

 

ეს არის ის, რაც ჩვენი ქვეყნის მტრებს აწუხებთ, ეს რეალური პერსპექტივაა, რომელიც დაინახეს, ამიტომაც მიდის ამდენი სიძულვილისა და ბოღმის დანთხევა ამ პროექტებზე და ცდილობენ, რომ მისი დისკრედიტაცია მოახდინონ. ჩვენ უნდა დავძლიოთ ოკუპაცია, დავძლიოთ სიღარიბე და ქვეყნის აღმშენებლობაში მივიღოთ მონაწილეობა“, - განაცხადა ზოიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner