logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: საქართველოში რწმენისა და ეკლესიის შერყევა ასე იოლი არ არის...
- +

17 ნოემბერი. 2019. 10:47

 

„როდესაც შენი მტერი ებრძვის ასეთ ინსტიტუტს, ებრძვის შენს სახელმწიფოებრიობას და ეს უნდა გაისიგრძეგანოს ქართველმა საზოგადოებამ“,-ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“  ინტერვიუში საუბრობს.

 

„ძალიან  დიდი ხანია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ დიდი ბრძოლა მიმდინარეობს, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან. როდესაც პირადად მე ჩავერთე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ამის ნიშნები აშკარად ჩანდა. ამ ბრძოლის უკან, რა თქმა უნდა, უპირველესად ივარაუდება რუსეთი, თუმცა, დასავლეთშიც არიან წრეები, რომელთაც მართლმადიდებელი ეკლესია გულზე დიდად არ ეხატებათ. ამით ნამდვილად მოახერხეს ეკლესიის ნაწილობრივი დისკრედიტაცია, მაგრამ ქვეყანაში რწმენისა და ეკლესიის შერყევა ასე იოლი არ არის.

 

 

მართლმადიდებლობა ლამის გენეტიკურ კოდში გვაქვს, საუკუნეების განმავლობაში იმდენ რამეს გავუძელით, მეეჭვება, ამ პროცესებით ეკლესიის დაშლა მოახერხონ, თუმცა, მცდელობა ნამდვილად არის. ქართული ეკლესია ქართული სახელმწიფოსა და იდეის ბურჯია. ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის“, - აღნიშნავს მამუკა არეშიძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner