logo_geo
eng_logo
„პატრიოტთა ალიანსი“ ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან ერთიანდება
- +

8 ივნისი. 2016. 21:22


"პატრიოტთა ალიანსი"  ხუთ  ოპოზიციურ პარტიასთან ერთიანდება.


ბლოკში შემდეგი პარტიები არიან გაერთიანებული - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", კახა კუკავას პარტია "თავისუფალი საქართველო" , კონსტანტინე გამსახურდიას პარტია "თავისუფლება", აკაკი ასათიანის -"საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი", გოჩა ჯოჯუას "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" და გია ბერძენიძე - "ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა".


საარჩევნო ბლოკის სახელწოდება იქნება "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიცია".


ბლოკში აცხადებენ, რომ სხვა პარტიებთან კონსულტაციისთვის მზად არიან, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა" და მასთან ასოცირებული პარტიებისა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner