logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო დამცველზე ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

13 ნოემბერი. 2019. 11:16

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო დამცველზე ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ 12 ნოემბერს მოძრაობა „ქართული მარშის“ ლიდერის - ალექსანდრე (სანდრო) ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახალხო დამცველის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით მასზე ზემოქმედებას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner