logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ეკლესიის გახლეჩის მზაკვრული გეგმის ავტორები სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან
- +

13 ნოემბერი. 2019. 13:12

 

„თვალსაჩინოა, რომ პატრიარქის დისკრედიტაციის გზით ეკლესიის გახლეჩის მზაკვრული გეგმის ავტორები და ორგანიზატორები სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

 

მისი თქმით, საქართველოს ეკლესიასა და მის პატრიარქზე უსინდისო, ფუნდამენტურად არაქართული შეტევა განხორციელდა.

„შეუძლებელია, განსაკუთრებული ემოციის გარეშე შევაფასო ამ ბოლო დროს განხორციელებული უსინდისო, ფუნდამენტურად არაქართული შეტევა საქართველოს ეკლესიასა და მის უწმიდესსა და უნეტარეს პატრიარქზე, რომლის მიმართაც თითოეულ ჩვენგანს, მიუხედავად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, აქვს გამორჩეული მოკრძალება და პატივისცემა. ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის სრულიად თვალსაჩინოა, რომ პატრიარქის დისკრედიტაციის გზით ეკლესიის გახლეჩის მზაკვრული გეგმის ავტორები და ორგანიზატორები სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან. ამ მართლაც ბოროტების მსახურებს სხვა რომ არაფერი დაეშავებინათ ცხოვრებაში, ისიც საკმარისი იქნებოდა, რაც იკადრეს და გაბედეს საქართველოს ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის წინააღმდეგ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner