logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: არა მარტო ჩვენ - დეპუტატები, არამედ მინისტრებიც კი, რომელთაც კანონმდებლობით ეკუთვნით დაცვით სიარული ისინიც კი არ დადიან!
- +

28 თებერვალი. 2016. 01:48


თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ქვეყანაში ნებისმიერი მოქალაქის მიმართ განხორციელებულ დანაშაულზე ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს, თუმცა ნაციონალურ მოძრაობას წარსულს ახსენებს და ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში ყველა უფრო დაცულად გრძნობს თავს ვიდრე წინა ხელისუფლების დროს.


ნაციონალური მოძრაობიდან ხშირად საუბრობენ, რომ ჩვენ დაუცველები ვართო. როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში მათი უმრავლესობა დაცვით დადიოდა. რატომ დადიოდნენ დაცვით თუკი უსაფრთხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ. მას შემდეგ რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში მათ უმრავლესობამ უარი თქვა დაცვაზე. ალბათ უფრო დაცულად გრძნობენ თავს," -აცხადებს ირაკლი სესიაშვილი და ამბობს, რომ არც მმართველი გუნდის წვერები და არც მინისტრები დაცვით არ დადიან.


სესიაშვილმა განმარტა, რომ მისთვის და მინისტრებიბისთვის დაცვის გარეშე სიარული ჩვეულებრივი მოვლენაა.


არა მარტო ჩვენ - დეპუტატები, არამედ მინისტრებიც კი, რომელთაც ეკუთვნით კანონმდებლობით დაცვით სიარული ისინიც კი არ დადიან. ეს არის აბსოლუტურად ნორმალური. მე შეგიძლიათ მნახოთ, აბსოლუტურად მარტო ყოველგვარ თანხმლებ პირებთან ერთად ბაზრობაზე, ბაზარში, სტადიონზე და ყველგან," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.




 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner