ჟურნალისტი და პოეტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ჩემი ბავშვობის მეგობარი ავთანდილ ვარსიმაშვილი - იუბილარია.
შეუდარებელი მეგობარი, თეატრისა და კინოს საუცხოო, გამორჩეული რეჟისორი, დრამატურგი, პროფესორი, ავთანდილ ვარსიმაშვილი იუბილარია და მთელი გულით ვულოცავ მისი გაჩენის დღეს. ყველა რეგალიას ვერც ჩამოვთვლი. მისი მთავარი ღირსება თავისი საქმის, ქვეყნის, მეგობრების, ოჯახის სიყვარულია. ვამაყობ ასეთი გამორჩეული მეგობრით. ის თავისი საქმის პროფესიონალია და ამაზე მისი შემოქმედებითი ცხოვრება თავად მეტყველებს.
გილოცავ, ავთო! კიდევ უამრავ წარმატებას გისურვებ!
ბედნიერება შენ, შენს ოჯახს და მადლობა საუკეთესო მეგობრობისთვის“, - წერს კახიძე.