logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა ირმა ინაშვილს: მერე რა, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში ვართ?
- +

8 ივნისი. 2016. 23:18


პარტიის „ერთიანი საქართველოსთვის" წევრ ლალი მოროშინა ირმა ინაშვილს მიმართავს:


„ირმა, შენ და დათო ჩემი ოჯახი ხართ!

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

და მერე რა, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში ვართ?

 

ჩვენ უნდა შევძლოთ გადაღლილ, გათანგულ საქართველოს მაღალი პოლიტიკური კულტურა ვაჩვენოთ!

 

ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა ჩვენს რეალობაში, როდესაც მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, პატივისცემა და სიყვარული გადაწონის პოლიტიკურ დაპირისპირებას.

 

მიყვარხართ!"- მიმართავს მოროშკინა ინაშვილს.

 

 

შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსი"  ხუთ  ოპოზიციურ პარტიასთან ერთიანდება.


ბლოკში შემდეგი პარტიები არიან გაერთიანებული - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", კახა კუკავას პარტია "თავისუფალი საქართველო" , კონსტანტინე გამსახურდიას პარტია "თავისუფლება", აკაკი ასათიანის -"საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი", გოჩა ჯოჯუას "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" და გია ბერძენიძე - "ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა".


საარჩევნო ბლოკის სახელწოდება იქნება "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიცია".



ლალი მოროშკინა კი ცოტა ხნის წინ თამაზ მეჭიაურის ახალი პარტიის- „ერთიანი საქართველოსთვის" წევრი გახდა.

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner