logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: 2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული ბიუჯეტი, სადაც გათვალისწინებულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა
- +

13 ნოემბერი. 2019. 16:36

 

„2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული ბიუჯეტი, სადაც  გათვალისწინებულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საპარლამენტო სესიაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.

 

მისი თქმით, მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, ასევე, პრიორიტეტად რჩება კაპიტალური ხარჯები და ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ზრდისთვის.

 

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად პრინციპებზე, რომელიც 2017-2020 წლებში საფუძვლად დაედო ქვეყნის ფისკალურ პოლიტიკასა და ბიუჯეტის შედგენის პროცესს.

 

„ჩვენმა ფისკალურმა პოლიტიკამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, გაზარდა ფისკალური სექტორის, როგორც ეკონომიკური ზრდის წამახალისებლის როლი. 2017-2020 წლებში, ჩვენი ფისკალური პოლიტიკა და ბიუჯეტის დაგეგმვა, ეყრდნობოდა სამ ძირითად პრინციპს, ესენია: ფისკალური დეფიციტის შემცირება, მიმდინარე ხარჯების კონტროლი და კაპიტალური ხარჯების ზრდა. ყველა ეს პრინციპი საფუძვლად დაედო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამას, რომლის ყველა მიმართულება მთავრობამ წარმატებით შეასრულა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner