„ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყოველწლიური ზრდის შედეგად, განათლების დაფინანსება გასამმაგდა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში განათლების სფეროს დაფინანსების მნიშვნელობაზე საუბრისას. მისი თქმით, 2020 წელს განათლების დაფინანსებისთვის 1.9 მილიარდ ლარამდე მიიმართება.
„აღსანიშნავია, რომ განათლების დაფინანსება გაზრდილია არა მხოლოდ ნომინალურ მაჩვენებლებში, არამედ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მისი წილი ნაერთ ბიუჯეტში. 2010 წელს არსებული ბიუჯეტის 8.2%-იდან, ეს მაჩვენებელი 2020 წლისთვის გაზრდილია 11.9%-მდე და მათ შორის გათვალისწინებულია განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმის განხორციელებისათვის საჭირო ხარჯები“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.