logo_geo
eng_logo
ხობში საზოგადოებრივი ცენტრი შენდება
- +

13 ნოემბერი. 2019. 16:59

 

ქალაქ ხობში საზოგადოებრივი ცენტრი შენდება. ცენტრის მშენებლობის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გაეცნენ. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრში მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკითა და საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. საზოგადოებრივი ცენტრი მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს. ცენტრის მშენებლობაზე 645 888 ლარი დაიხარჯება და მოქალაქეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ცენტრით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner