2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ მომავალ წელს დასრულდება მნიშვნელოვანი პროექტები წყალმომარაგების მიმართულებით.
მისი თქმით, წყლის პროექტების მიმართულებით 2020 წელს დასრულდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა: ზუგდიდის, აბაშის, ურეკის, ქუთაისის, ფოთის, ჭიათურისა და ჯვრის წყლის სისტემები.
„მომავალ წელს გაგრძელდება ხაშურის, მარნეულის და გუდაურის წყლის პროექტები. ასევე, გაგრძელდება მუნიციპალიტეტების ხელშეწყობა მცირე წყალმომარაგების პროექტების მიმართულებით. ჯამში, დამატებით 70 ათასი აბონენტი მიიღებს 24-საათიან წყალმომარაგებას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.