logo_geo
eng_logo
2020 წელს განათლების სისტემის ინფრასტრუქტურისთვის 280.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება
- +

13 ნოემბერი. 2019. 17:22

 

მომავალ წელს განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა ახალი სკოლის მოდელის დანერგვისათვის საჭირო მიმართულებებზეც რომელიც ითვალისწინებს ახალი მიდგომების დანერგვასა და განვითარებას, სკოლის მართვის ეფექტიანი სისტემის შემუშავებას, სწავლის პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებას და სხვა.

 

როგორც მან აღნიშნა, მომავალ წელს ახალი სკოლის მოდელის პრინციპები დაინერგება 300-ზე მეტ სკოლაში, სადაც ჩაერთვება 140 ათასზე მეტი მოსწავლე და 12 ათასზე მეტი მასწავლებელი,  განხორციელდება 70-ზე  მეტი ახალი სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის სრული რეაბილიტაცია, 670-მდე საჯარო სკოლის რემონტი, 2020 წელს დასრულდება „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობა  თბილისსა და ბათუმში

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner