logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, ვალის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჰქონდეს
- +

13 ნოემბერი. 2019. 19:09

 

„ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, ვალის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჰქონდეს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ვალის მდგრადობაზე საუბრისას.

 

როგორც მან აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 45 პროცენტია. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ნახტომი 41%-დან 44%-მდე  კურსის გაუფასურებამ გამოიწვია.

 

„უნდა აღინიშნოს, რომ თუ ლარი შედარებით უფასურდება დოლარში, ეს ყოველთვის  ხდება. კითხვა ჩნდება, რამდენად საგანგაშოა ამჟამად არსებული ნიშნული... ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ნიშნული არ არის საგანგაშო. ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის კლასიფიკაციით არის  დაბალი რისკის მქონე ვალის ნიშნული. იცით,  რომ კანონით ჩვენ გვაქვს 60%-იანი შეზღუდვა. ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, რომ ვალის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჰქონდეს. აქ საგანგაშოს  ვერაფერს ვხედავ. პრობლემაა ის, რომ  ჩვენი ვალის 81% არის უცხოურ, მყარ ვალუტაში - დოლარში ან ევროში და ეს რასაკვირველია, ზრდის მოწყვლადობას, ამიტომ ჩვენი მიზანი არის ის, რომ თანდათანობით, ჩვენი ვალი სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც გამოქვეყნებულია,   საგარეო ვალი თანდათანობით ჩავანაცვლოთ ასე ვთქვათ, ადგილობრივი ვალებით. თუ ჩვენ ამას მივაღწიეთ 5-10 წლის განმავლობაში, ამ მოწყვლადობას შევამცირებთ. ჩვენი ვალი 45 პროცენტიდან თუნდაც 55 პროცენტამდე რომ გაიზარდოს, ოღონდ კომპოზიცია შეიცვალოს და ლარში იყოს გაცილებით მეტი, ვიდრე დოლარში, ეს გაცილებით უფრო ჯანსაღი მაჩვენებელი იქნება გრძელვადიან პერიოდში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner