ფინანსთა მინისტრი იავანე მაჭავარიანი მინიმალური ხელფასის დაწესებას არ ეთანხმება.
„300 ლარი, რასაკვირველია, არ არის მაღალი თანხა, მაგრამ 0 ლარი უფრო უარესია. არასწორი მინიმალური ხელფასის დაწესება იწვევს ერთი მხრივ, უმუშევრობას, მეორე მხრივ ჩრდილში გადაყვანას. ამ ტიპის ინიციატივების ნაწილი, რომელიც კეთილი ზრახვებით არის ნაკარნახევი, საბოლოო მიზანს ვერ ემსახურება და ზოგ შემთხვევაში პირიქით ეფექტსაც ვიღებთ. ეს ძველი თემაა და ამაზე აღარ ვიდავოთ,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.