logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ჩვენს საზოგადოებაში მიზანმიმართულად ხდება დაუცველობის განცდის ჩანერგვა!
- +

28 თებერვალი. 2016. 02:04


თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ფაქტი უახლოეს პერიოდში იქნება გახსნილი. ეს განცხადება დეპუტატმა შს მინისტრთან გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრის შემდეგ „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა.


„თავიდანვე ყველა ვიყავით ორიენტირებულები, რომ ალექსი პეტრიაშვილი გამოჯანმრთელებულიყო. გამოძიებას უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ დროულად და ეფექტურად გამოიძიოს დანაშაული. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და ყველას მოვუწოდებ, რომ  ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს პეტრიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ითანამშრომლოს პოლიციასთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩენთვის პოლიტიკოსებისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც, რადგან გარკვეული ასახვა ჰპოვა საერთაშორისო მედიაში.


თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვერსიებზე საუბრისგან თავს იკავებს. იგი სამწუხაროს უწოდებს ოპონენტების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ისინი მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.


პირველ რიგში ეს ჩვენ - ხელისუფლებას გვავნებს და ქვეყანას ავნებს. დღეს სხვადასხვა მედია-საშუალებებში თავად ფაქტი იყო აღნიშნული, ეს ფაქტი კი რა თქმა უნდა მოქმედებს ჩვენი ქვეყნის იმიჯზე, მათ შორის ტურიზმზე. პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები მუქ ფერებში დაგვიხატოს, რომ ამით ხელისუფლების იმიჯი შეილახოს და საზოგადოება დაძაბოს. ვხედავ, რომ მიზანმიმართულად ხდება დაუცველობის განცდის ჩანერგვა ჩვენს საზოგადოებაში.  " - ამბობს ირაკლი სესიაშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner