პარტია „ჩვენი სამშობლოს" თავმჯდომარის ზვიად ჩიტიშვილის განცხადებით მას აქვს ინფორმაცია, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი, რაშიდ კანჯი ოღლი დაკავებულია.
ამის შესახებ ჩიტიშვილმა გადაცემა „პრიორიტეტში" საუბრისას განაცხადა:
„მინდა მივუსამძიმრო ოთხოზორიას ოჯახს. ეს არის მთელი საქართველოს ტრაგედია."- განაცხადა ჩიტიშვილმა და აღნიშნა, რომ მას აქვს საშუალება აფხაზეთთან პირდაპირ კონტაქტზე გავიდეს.
„მაქვს საშუალება რომ აფხაზეთთან კონტაქტზე გავიდე. დამერწმუნეთ, რომ ყველა აფხაზი იძახის- რომ მკვევლი, მკვლელია. ეს ადამიანი დაკავებულია."- განაცხადა ჩიტიშვილმა გიგა ოთხოზორიას მკვლელის შესახებ.