საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე გათავისუფლდა. ზურაბ ტუხიაშვილმა, რამაზ ზადიშვილმა და დავით მიშელაშვილმა ოკუპირებული ცხინვალი უკვე დატოვეს. გათავისუფლებულები საოკუპაციო რეჟიმმა უკვე გადასცა ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე.
გათავისუფლების სანაცვლოდ ოჯახებმა ე.წ. ჯარიმის სახით 2000 რუსული რუბლი გადაიხადეს. უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქის გათავისუფლების ფაქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც დაადასტურეს. ტუხიაშვილი, ზადიშვილი და მიშელაშვილი შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში დაკითხვის შემდეგ საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდებიან.
რუსმა სამხედროებმა ორი მწყემსი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროსთან სამი დღის წინ დააკავეს, ერთი ადგილობრივი კი გრემისხევიდან აიყვანეს.