„რუსეთში არცერთი პოლიტიკოსი არ არის ისე განწყობილი, როგორც აქ ფიქრობენ"- ამის შესახებ პარტია „ჩვენი სამშობლოს" თავმჯდომარემ ზვიად ჩიტიშვილმა გადაცემა „პრიორიტეტში" განაცხადა.
ჩიტიშვილის თქმით, იგი უკვე 30 წელია რუსეთში ცხოვრობს და არც საზოგადოებისგან, არც პოლიტიკოსებისგან ქართველი ხალხის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ უგრძვნია.
მოგვიანებით ჩიტიშვილმა გიგა ოთხოზორის მკვლელის შესახებაც გააკეთა განცხადება:
„არავის უთქვამს, რომ მკვლელი არ უნდა დაისაჯოს. რაშიდ კანჯი ოღლი არის თურქი, წარმოშობით ლაზი. ამ ადამიანს ადამიანის სახე არ აქვს!"- განაცხადა ჩიტიშვილმა.