logo_geo
eng_logo
40 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებული ბესიკ კვიციანი, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილია
- +

14 ნოემბერი. 2019. 22:17

 

 

2 დღის წინ, “თბილისის ზღვაზე” 40 წლმადე კაცი გარდაცვლილი იპოვეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

შსს -ს ინფორმაციით, 1984 წელს დაბადებული, წარსულში, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნასაამართლევი ბესიკ კვიციანი, სამართალდამცველებმა თბილისში დააკავეს.

 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბ.კ.-მ თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1983 წელს დაბადებულ ნ. ც.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნ. ც. ადგილზე გარდაიცვალა.

 

როგორც მანამდე, “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა ჟურნალისტებს განუცხადა, გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი მისი ძმისშვილის მეგობარია. ხოლო მის ძმისშვილს ბექა კვიციანს მეორე დღეა ეძებენ.

არ ვიცი, არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს იმის გარდა, რომ ორივე დაკარგულები იყვნენ, ორივეს ეძებდნენ. ნოდარ ცხადაძე მოინახა და ბექა ჯერ არ არის მოძებნილი. არაფერი ვიცი, არიან ერთმანეთის ნათესავები, ერთად გაზრდილები და ჩემი ძმისშვილი მისი ბავშვის ნათლიაა. ვერაფერს გეტყვით. ვერსია არ არსებობს. ჩემი ძმისშვილი ამ დრომდე არ გამოჩენილა,” – აცხადებდა ემზარ კვიციანი.

 

შსს-მ ბესიკ კვიციანის დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაციაა დღეს გაავრცელა. სადაც ნათქვამია, რომ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებონ მოქმედებების შედეგად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს”.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner